ახალგაზრდული ინივიატივები სოფლად

პროექტის მიზანი იყო ხელი შეუწყოს თელავის თემის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობას, რათა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტები პასუხობდეს ახალგაზრდების საჭიროებებს.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები ნაფარეულიდან, აკურადან, რუისპირიდან, ვარდისუბნიდან, ყარაჯალადან, კურდღელაურიდან და წინანდლიდან. პროექტში მონაწილეობის მისაღებად თითოეული სოფლიდან  5-7 ახალგაზრდა შეირჩა.
პროექტი 2015 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 2016 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდა. პროექტი  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის მონაწილეებს 3 თვის განმავლობაში ტრენინგები უტარდებოდათ, მოგვიანებით კი მათ თავად დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია და ფესტივალის ჩატარების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს. პეტიციას პროექტში ჩართული სოფლების ახალგაზრდებმა მოაწერეს ხელი. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ახალგაზრდები პერიოდულად ხვდებოდნენ თელავის თემის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებს. პროექტის დასრულების შემდეგ თელავის გამგეობამ ახალგაზრდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათი დაგეგმილი ფესტივალი დააფინანსა.
19.12.2016