ახალგაზრდები განვითარებისთვის

პროექტის მიზანი იყო კახეთის რეგიონის ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა თავად ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის გზით. ეს ურთიერთობა გაზრდის მოტივაციასა და თავდაჯერებულობას ახალგაზრდებში, ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარება ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამების შექმნაში.
პროექტი 2015 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო და 2016 წლის 30 სექტემბრს დასრულდა. პროექტი  NED-ის (National Endowment for Democracy) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი განხორციელდა კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში: ქალაქი თელავი, თელავის თემი, საგარეჯო, სიღნაღი, ახმეტა და ლაგოდეხი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდება ახალგაზრდული პროექტები.
პროექტის მონაწილე 70 ახალგაზრდას შემდეგი ტრენინგები ჩაუტარდა:
• ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები;
• მოქალაქეთა ჩართულობა;
• პროექტის მართვა და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა;
• ეფექტური კომუნიკაცია;
• ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება;
ტრენინგების შემდეგ პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებში თანატოლებთან შეხვედრები ჩაატარეს და  ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გაუზიარეს. თითოეულ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებისგან შეიქმნა 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფები, რომლებმაც ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომლების მთავარი თემაც ახალგაზრდების განვითარებაში ადგილობრივი ხელისუფლების როლი იყო.
18.12.2016