„უმცირესობების ხმები ცვლილებებისთვის“

პროექტი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების მოსახლეობის გააქტიურებას, მათი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას და ჩართვას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღებაში, უმცირესობების ხმების სრულფასოვან ასახვას თვითმმართველობის რეფორმის პროცესში.
პროექტი 7 მუნიციპალიტეტის 21 სოფელში განხორციელდა, რომლებიც "გარშემორტყმულია" ეთნიკურად ქართული სოფლებით და ნაკლებად ჰყავთ წარმომადგენლობა ადგილობრივ ხელისუფლებაში. პროექტის ამოცანები იყო:
  • ინფორმაციის მიწოდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობებისთვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცვლილებების, არჩევნების და რეფორმის შესახებ;
  • დიალოგის და პარტნიორობის ხელშეწყობა სამიზნე სოფლების მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის;
  • დაეხმარებოდა ეთნიკურ უმცირესობებს თვითმმართველობის კოდექსის შესახებ მოსაზრებებისა და კომენტარების პარლამენტისთვის წარდგენაში;
პროექტს ორი ორგანიზაცია - "რეგიონის განვითარების ცენტრი" და საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" ახორციელებდნენ.
19.12.2016