"ახალგაზრდები ცვლილებებისთვის"

“რეგიონის განვითარების ცენტრი“ აშშ-ს საერთაშორისო ფონდ NED-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის.“ პროექტი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში - საგარეჯოში, სიღნაღში, მარნეულსა და გარდაბანში განხორციელდა.
პროექტის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა იყო. ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები, ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, სადაც ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და მუნიციპალიტეტებს თანამშრომლობა შესთავაზეს.
ტრენინგების დროს შეძენილი თეორიული ცოდნა ახალგაზრდებმა პრაქტიკაში მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების გახორციელებისას გამოიყენეს. პროექტის მონაწილეთა ინიციატივების დასაფინანსებლად 5 მცირე გრანტი გამოიყო.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ წარადგინეს მოსაზრებები, თუ რა გზითაა შესაძლებელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
18.12.2016