“ადგილობრივი თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა”

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „Agora Central Europe“– "აგორა" ახორციელებდა პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა - ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებით“. პროექტი დაფინანსებული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “TRANSFORMATION COOPERATION PROGRAM”-ის ფარგლებში.“ "აგორას" ადგილობრივი პარტნიორი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – „რეგიონული განვითარების ცენტრი“ (RDC) იყო. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობას, საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობასა და გააქტიურებას. პროექტი ქალაქ გორსა და თელავში, მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტის დაიწყო 2015 წლის აპრილში და 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ჩეხეთში უკვე დანერგილი და საკმაოდ წარმატებული თანამონაწილეობითი პრაქტიკა განხორციელდა, კერძოდ, მოქალაქეთა გამოკითხვა და დისკუსიები.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, რომელთაგან პირველი ქალაქში არსებული სიტუაციის ანალიზი და მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა იყო. ამ მიზნით შეიქმნა თანამონაწილეობითი კომიტეტი, რომელშიც თავმოყრილი იყვნენ არა მხოლოდ მერიის წარმომადგენლები, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციების და დაწესებულებების წევრები. კომიტეტის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, სოციოლოგის მიერ შედგა კითხვარი, რომელიც ქალაქებში დარიგდა და მოსახლეობას შევსებული ანკეტები სპეციალურ ადგილებში უნდა მიეტანათ.
პროექტის მომდევნო ეტაპზე საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
საჯარო შეხვედრა გორში
საჯარო შეხვედრა გორში
18.12.2016