დასრულებული პროექტები
პროექტის მიზანი იყო ხელი შეუწყოს თელავის თემის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობას, რათა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტები პასუხობდეს ახალგაზრდების საჭიროებებს.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები ნაფარეულიდან, აკურადან, რუისპირიდან, ვარდისუბნიდან, ყარაჯალადან, კურდღელაურიდან და წინანდლიდან. პროექტში მონაწილეობის მისაღებად თითოეული სოფლიდან  5-7 ახალგაზრდა შეირჩა.
პროექტი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების მოსახლეობის გააქტიურებას, მათი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას და ჩართვას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღებაში, უმცირესობების ხმების სრულფასოვან ასახვას თვითმმართველობის რეფორმის პროცესში.
“რეგიონის განვითარების ცენტრი“ აშშ-ს საერთაშორისო ფონდ NED-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის.“ პროექტი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში - საგარეჯოში, სიღნაღში, მარნეულსა და გარდაბანში განხორციელდა.
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „Agora Central Europe“– "აგორა" ახორციელებდა პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა - ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებით“. პროექტი დაფინანსებული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “TRANSFORMATION COOPERATION PROGRAM”-ის ფარგლებში.“
პროექტის მიზანი იყო კახეთის რეგიონის ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა თავად ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის გზით. ეს ურთიერთობა გაზრდის მოტივაციასა და თავდაჯერებულობას ახალგაზრდებში, ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარება ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამების შექმნაში.