19.12.2016
ჩვენ გვინდა განვითარებული საქართველოს რეგიონები, სადაც მზარდია ცხოვრების ხარისხი და უზრუნველყოფილია ადგილობრივი დემოკრატია; მოსახლეობა აქტიურად ერთვება მმართველობაში, ხელი მიუწვდება ეფექტურ საჯარო სერვისებზე და აქვს მეტი თვითრეალიზაციის შესაძლებლობები.
„უმცირესობების ხმები ცვლილებებისთვის“
19.12.2016
პროექტი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების მოსახლეობის გააქტიურებას, მათი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას და ჩართვას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღებაში, უმცირესობების ხმების სრულფასოვან ასახვას თვითმმართველობის რეფორმის პროცესში.
ახალგაზრდული ინივიატივები სოფლად
19.12.2016
პროექტის მიზანი იყო ხელი შეუწყოს თელავის თემის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობას, რათა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტები პასუხობდეს ახალგაზრდების საჭიროებებს.
პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები ნაფარეულიდან, აკურადან, რუისპირიდან, ვარდისუბნიდან, ყარაჯალადან, კურდღელაურიდან და წინანდლიდან. პროექტში მონაწილეობის მისაღებად თითოეული სოფლიდან  5-7 ახალგაზრდა შეირჩა.
"ახალგაზრდები ცვლილებებისთვის"
18.12.2016
“რეგიონის განვითარების ცენტრი“ აშშ-ს საერთაშორისო ფონდ NED-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის.“ პროექტი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში - საგარეჯოში, სიღნაღში, მარნეულსა და გარდაბანში განხორციელდა.
“ადგილობრივი თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა”
18.12.2016
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „Agora Central Europe“– "აგორა" ახორციელებდა პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველი ქალაქების ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობის ხელშეწყობა - ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებით“. პროექტი დაფინანსებული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ “TRANSFORMATION COOPERATION PROGRAM”-ის ფარგლებში.“
საკონტაქტო ინფორმაცია
(+995) 595 42 38 25
http://rdc.gweb.ge/